მასწავლებელი: ქ.თეთრაძე

1. პროექტის სახელი: საახალწლო  ,, მამულის უკვდავება ვინატროთ! 
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ და სწავლობენ საახალწლო ნაძვის ხის წარმომავლობასა და ქართულ ტრადიციებს.
3. პროექტის აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საახალწლოდ ნაძვის ხის დადგმის წარმომავლობას, ტრადიაციას, რატომ ვრთავთ ახალ წელს ნაძვს და არა სხვა რომელიმე ხეს. შეისწავლეს რომ ძველ გერმანელებს სწამდათ ნაძვში ცხოვრობდა კეთილი სული, რომელიც ყველა მცენარეს მხეცსა თუ ფრინველს იცავდა.
    ნაძვის თაყვანისცემის ხერხი გადაიღეს ჰოლანდიელებმა შემდეგ ინგლისელებმა, რომლებიც თვლიდნენ ნაძვს როგორც სიცოცხლის უჭკნობი, მუდმივი ახალგაზრდობისა და ძლიერების სიმბოლოს.
    შეისწავლიან საახალწლო ლექსებს, სიმღერებს,ცეკვებს.


4.მიზანი: ბავშვებში შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბება, შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა. მარტო და სხვებთან ერთად მღერის, ცეკვის, აუდიტორიის  წინაშე წარდგენის უნარ–ჩვევების განვითარებაა. პროექტის მიზანია აგრეთვე ჩატარებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყოს საერთოდ გემოვნების, ყურადღების, ფანტაზიისა და კულტურის გაღვივება–განვითარებას.


    ეკოლოგიის თავლსაზრისით აუხსნათ ბავშვებს, რომ არ შეიძლება ნაძვის ხის მოჭრა, რადგან ტყეების გაჩეხვა მიგვიყვანს ეკოლოგიურ კატასტროფამდე. ახალ წელს მოვრთოთ ხელოვნური ნაძვი,რომელსაც ექნება იგივე დანიშნულება. ასეთი საქციელით გადავარჩენთ ბუნებას, ჰაერს, მიწასა და წყალს.


5.მოსწავლეთა ასაკი:    9–10 წელი
6.ვადები: დეკემბერი
7.აქტივობები ღონისძიების ჩატარების დროს:
ნაძვის ხისა და საკლასო ოთახების მორთვა, ლექსების სიმღერებისა და ცეკვების შესწავლა. ხელოვნების გაკვეთილზე ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება.

8.მოსალოდნელი შედეგები:
   შეისწავლიან დაგეგმილ ლექსებსა და სიმღერებს, ისწავლიან ძველ ტრადიციებსა და ბუნების სიყვარულს,
გაფრთხილებას. ღონისძიება ჩატარდება შედგენილი პროექტის მიხედვით.


9.სამუშაო ენა: ქართული ენა.


10. საგნებთან კავშირი:
   ქართული ენა – შეისწავლიან ლექსების მხატვრულად წაკითხვას, სწორ მეტყველებას.
   ჩვენი გარემო– ბუნების სიყვარულს დაცვასა და გაფრთხილებას.
   მუსიკა – შეისწავლიან სიმღერას ცალკე და სხვასთან ერთად.
   ხელოვნება – ისწავლიან შრომას ფერების შეხამებას, სილამაზეს, ჯგუფურ მუშაობას.

11.პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან თეთრაძე.